გურჯაანში კლინიკა ენმედიცის ექიმები უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებენ
როგორც knews.ge-ს სამედიცინო კლინიკაში განუცხადეს, მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტების – ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ანგიოლოგის, თერაპევტის, გინეკელოგის, ოტორინოლარინგილოგის კონსულტაციები. სპეციალისტები კლინიკო-დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევებსაც ჩაატარებენ. მედიკოსები პაციენტების მიღება 11 საათიდან დაიწყებენ.