ლაგოდეხის საკრებულოში ორი თვის წინ დაშლილი ფრაქცია თავიდან შეიქმნა
როგორც knews.ge-ს ფრაქციის თავმჯდომარემ განუცხადა, „ქართული ოცნება მრეწველების“ შემადგენლობაში შევიდა ვახო ჭიპაშვილი, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოში მმართველი პარტიის წარდგინებით შევიდა. სიმონ კვერნაძის ინფორმაციით, ორი თვის წინ ფრაქციის გაუქმების მიზეზი გახდა „ქართული ოცნება მრეწველების“ შემადგენლობიდან ერთი წევრის გასვლა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები.
„პარტია „მრეწველების“ წევრი გახდა ვახო ჭიპაშვილი, რომელიც საკრებულოს წევრი პარტია „ქართული ოცნების“ წარდგინებით გახდა. ვახო შემოვიდა ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველობის“ შემადგენლობაში. კანონმდებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ორი თვის წინ დაშლილი ფრაქცია ხელახლა შეგვექმნა. მაშინ ფრაქცია დატოვა ომარ მირზოშვილმა და დავრჩით ორი წევრი, რის გამოც „ქართული ოცნება მრეწველები“ დაიშალა“, – განუცხადა knews.ge-ს სიმონ კვერნაძემ.
ამჟამად ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველების გარდა“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი ფრაქცია „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება კონსერვატორები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „დამოუკიდებელი“ ფუნქციონირებს.