წელს, სახელმწიფო პროგრამაში კიდევ უფრო მეტი კოოპერატივი ჩაერთვება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს კიდევ უფრო მეტი კოოპერატივი შეძლებს ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში და მიიღოს სარგებელი. პროგრამაში ცვლილებებით მაღალმთიან რეგიონში მოქმედი დამატებით 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეძლებს პროგრამაში ჩართვას.
“მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყობს ხელს. გასულ წელს 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან პროგრამაში 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები 851 პირია გაერთიანებული. მათ 25 წლიანი იჯარით სათიბ-საძოვრები და ასევე საქონლის საკვებწარმოებისთვის თანადაფინანსებით ტრაქტორები გადაეცემათ“, -განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.