ნატოს დროშის ფერებში ბატონის ციხის გალავნის ნაწილი განათდა
შეგახსენებთ, რომ 1949 წლის 4 აპრილს 12-მა მოკავშირე ქვეყანამ ვაშინგტონში, ნატოს ფუძემდებლურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ ხელშეკრულების თანახმად ალიანსის წევრები ერთი მიზნით გაერთიანდნენ, რომ ერთობლივად უზრუნველყონ კოლექტიური უსაფრთხოება. ნატო შეიქმნა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ და იმ დროიდან მოყოლებული ალიანსის მთავარი ამოცანა წევრი სახელმწიფოების თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
საიუბილეო ღონისძიება საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
ფოტო: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი