ახალი ამბები

,,ქართული ოცნების” გურჯაანის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვანო ბერიძიშვილი აირჩიეს

146 დელეგატიდან ყველამ ბერიძიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. 
ვანო ბერიძიშვილის თქმით, იგი სამომავლოდ პარტიის გაქტიურებას და მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს გეგმავს. 
„უკვე მესამედ გამომიცხადეს დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით ნდობა, რაც საპასუხისმგებლოა ჩემთვის. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ვგეგმავთ ახალი წევრების მიღებას და სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობის გააქტიურებას. პარტია ხალხისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს”, – განაცხადა ვანო ბერიძიშვილმა.