ახალი ამბები

განახლებული სასტუმრო “ალაზნის ველი” თელავში 2018 წლის ბოლოს გაიხსნება

31 ნომრიან სასტუმროს კიდევ 20 ოთახი დაემატება. სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, “ალაზნის ველში”, ასევე, გაიხსნება საცურაო აუზი, საკონფერენციო დარბაზი, ქართული მარანი ქვევრის ღვინით და სადეგუსტაციო დარბაზი. 
,,სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 800 000 ლარს შეადგენს, ხოლო სასტუმრო, რომლის გახსნა 2018 წლის ბოლოს იგეგმება, პირველ ეტაპზე 45 ადამიანს დაასაქმებს. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროს განვითარებას, ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს და მომხმარებლებისთვის კეთილმოწყობილ გარემოს შექმნის”,- განუცხადეს Knews.ge-ს სასტუმროს ადმინისტრაციაში.