სიღნაღის ეთნოგრაფიული მუზეუმი იაპონიის საელჩოს გამოფენას უმასპინძლებს
როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუზეუმში განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილია იაპონური ტრადიციული თოჯინები.
“21 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში გაიმართება იაპონური ტრადიციული თოჯინების გამოფენა. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ჰინა ნინგიო (გოგონების ფესტივალის თოჯინა) და გოგაცუ ნინგიო (ბიჭების ფესტივალის თოჯინა). ამ თოჯინების ისტორია სათავეს იღებს უძველესი წეს-ჩვეულებებიდან. ასევე წარმოდგენილია თოჯინები, რომლებიც უკავშირდებიან იაპონურ ტრადიციულ თეატრალურ ხელოვნებას, როგორიცაა ნო, ბუნრაკუ და კაბუკი. თოჯინები იაპონიის სხვადასხვა რეგიონიდან და თანამედროვე ოსტატების მიერ შექმნილი „კრეატიული თოჯინები“.