გურჯაანში ბანკის მოლარემ თვითმკვლელობა სცადა
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “რეგინფო” წერს. სააგენტოს ინფორმაციით, ბანკში შესამოწმებლად აუდიტი შევიდა.
ახალგაზრდა ქალბატონს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ოჯახის წევრებმა მიაგნეს, რის შემდეგაც გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ქალბატონი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
წინასწარი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ გურჯაანის ფილიალში რამდენიმე ათასი ლარის ოდენობით დანაკლისია. ფილიალის მმართველს და სალაროს გამგეს ბანკის ხელმძღვანელობამ უფლებამოსილება შეუჩერა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს შსს-ს გურჯაანის რაიონული სამმართველო იძიებს.