თელავის სპორტის ახალი სასახლე ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე, დაახლოებით, 10 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
,,დასასრულს უახლოვდება თელავში მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობაზეა გათვლილი. დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, ხოლო პატარა – 500 მაყურებელს. წელს სწორედ ეს სასახლე უმასპინძლებს ხელბურთის ჩემპიონატს”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სკვერის მოწყობაც იგეგმება.