ახალი ამბები

კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე “გოლფის” მარკის ავტომობილი ხრამში გადავარდა. ავარიის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვლა.

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.