გურჯაანში 40 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო
შემთხვევა გუშინ მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„თვითმკვლელობის შემთხვევა სოფელ მელაანში გუშინ მოხდა. მამაკაცის ცხედარი ოჯახის წევრებმა იპოვნეს. თვითმკვლელობის მიზეზს გამოძიება დაადგენს“, – განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.