წინანდალში კლასიკური მუსიკის მიმართულებით რეგიონული პროგრამა განხორციელდება
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას.
„მნიშვნელოვანია, რომ კახეთში ხორციელდება ძალიან მსხვილი ინვესტიციები. ჩვენ უკვე შევთანხმდით კერძო ინვესტორებთან ერთად, რომ აქ დაფუძნდება სპეციალური პროგრამები. როგორც შვეიცარიაშია „ვერბიეს ფესტივალი“, წინანდლის ბაზაზე ვაპირებთ, რომ ზუსტად ასეთი სასწავლო, სამუსიკო, კონკრეტულად კლასიკური მუსიკის მიმართულებით რეგიონული მასშტაბის პროგრამის განხორციელებას, სადაც მომზადდებიან ახალგაზრდები. ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა მეზობელი ქვეყნის ჩართულობით, ყოველწლიური,“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.