საქართველოში ქალ დეპუტატთა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები რაოდენობა თელავის საკრებულოშია
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან, ქალ დეპუტატთა ყველაზე ნაკლები რაოდენობით 49-ე ადგილზე თელავის, 53-ე ადგილზე გურჯაანის და 55-ე ადგილზე კი დედოფლისწყაროს წარმომადგენლობითი ორგანოებია.
,,კახეთის რეგიონის 8 საკრებულოში ქალების რაოდენობა მცირეა. სიღნაღის საკრებულოში ქალები წევრების საერთო რაოდენობის 17,2 %-ს შეადგენენ. აღნიშნულ საკრებულოში პროპორციული სისტემით 2, ხოლო მაჟორიტარული სისტემით 3 ქალია. ახმეტის საკრებულოში ქალი 16,1 %-ია, აქედან პროპორციული სისტემით 4, ხოლო მაჟორიტარულით 1 ქალია შესული. რაც შეეხება ყვარლის საკრებულოს, აქ ქალები 14, 8%-ით არიან წარმოდგენილები. აქ მხოლოდ პროპორციული სისტემით საკრბულოში შესულია 4 ქალი. ქალების რაოდენობა 13,5%-ს შეადგენს საგარეჯოს საკრებულოში, სადაც პროპორციული სისტემით 4, ხოლო მაჟორიტარულით 2 ქალია შესული. ლაგოდეხის საკრებულოში ქალთა რაოდენობა 12%-ია, სადაც მხოლოდ პროპორციული სისტემით შევიდა 4 ქალი. რაც შეეხება თელავს, აქ ქალთა რაოდენობა 8,6 %-ია, საკრებულოში პროპორციული სისტემით 3 ქალია შესული. გურჯაანის საკრებულოში კი ქალების რაოდენობა 7,7 %-ია, აქედან ქალები მხოლოდ პროპორციული სისტემით მოხვდნენ. ყველაზე მცირე ქალების რაოდენობა დედოფლისწყაროს საკრებულოშია, მათი რაოდენობა 7,1 %-ია. პროპორციული და მაჟორიტარულით სისტემით საკრებულოში 2 ქალია შესული’’, – განუცხადეს Knews.ge-ს „სამართლიან არჩევნებში“.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მხარს უჭერს სავალდებულო გენდერულ კვოტირებას, რომელიც გულისხმობს ქალთა წარმომადგენლობის ზრდას როგორც ევყნის უმარლეს საკანონმდებლო ისე წარმომადგენლობით ორგანოებში.
,,საქართველოს პარლამენტის მსგავსად, გენდერული დისბალანსია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულში არჩეულ ქალთა რაოდენობამ 13.5% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ უმნიშვნელოდაა გაზრდილი 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. 64 პირდაპირი წესით არჩეული მერიდან მხოლოდ ერთია ქალი’’, – აღნიშნეს ორგანიზაციაში.