ახალი ამბები

თელავში ავარიის შედეგად დაშავებული მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

 ხათუნა ჭუნიაშვილის ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცს გულ-მკერდის დაზიანება და ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო ბავშვს ტრამვა თავის არეში აქვს. 
„ორივე პაციანტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შუა ხნის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია, ხოლო ბავშვი კი თავის ტრამვით ნეოიროქირურგის დაკვრვების ქვეშ იმყოფება და ნეოინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული. შუა ხნის მამაკაცს გულ-მკერდის დაზიანება და ქვედა კუდურების მოტეხილობა აქვს“, – განუცხადა Knews.ge-ს ჭუნიაშვილმა. 
ავტპსაგზაო შემთხვევა თელავში გუშინ, გვაინ ღამით მოხდა. რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რომლის შედეგად 23 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში მყოფმი მამა-შვილმი კი მძიმედ დაშავდა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რომელმაც გამოიაწვია ადმიანის სიცოცხლის მოსპობა.