პანკისში დაჭრილი ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
ომალოში დაჭრილი ქალბატონი, რომელიც თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, 15 მარტს გარდაიცვალა. როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, ქალბატონი რეანიმაციულ განყოფილებაში 9 მარტს მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმევმა ვერ შეძლეს. ხათუნა ჭუნიაშვილის ინფორმაციით, 23 წლის ქალბატონს სამი ოპერაცია ჩაუტარდა.
„ქალბატონს ჩაუტარდა 3 ოპერაცია. მას ჰქონდა ღვიძლი და პანკრიასის თავი დაზიანებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესი იყო. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს დაჭრილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 23 წლის ქალბატონს გული გაუჩერდა“, – განუცხადა knews.ge-ს ხათუნა ჭონიაშვილმა.
სოფელ ომალოში 23 წლის ქალბატონი 8 მარტს დაიჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, მას იარაღი შემთხვევით გაუვარდა. გარდაცვლილს ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.