თურქეთიდან საქართველოში სამი თვით კარტოფილის შემოტანა აიკრძალა
როგორც knews.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ამის მიზეზი კარტოფილის კიბოს გავრცელების საშიშროებაა. განკარგულებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. დოკუმენტის მიხედვით, იმპორტის აკრძალვის მიზანი კარტოფილის კიბოს თავისუფალ ტერიტორიებზე გავრცელების თავიდან აცილებაა.
„ეს არ არის მუდმივი ღონისძიება. თურქეთიდან კარტოფილი 3 თვე აღარ შემოვა. მიზეზი კი არის ის, რომ საქართველოში კარტოფილის კიბოს გავრცელება ავირიდოთ თავიდან. მსგავსი დროებითი ღონისძიების ამოქმედებას ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის მე-17 მუხლი ითვალისწინებს.“, – განუცხადეს knews.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.