გურჯაანში პოლიციას მწყემსის ცემაში ადანაშაულებენ
ოჯახის წევრების მტკიცებით, გვიან ღამით მათ კუთვნილ ფერმაში სამართალდამცავები შეიჭრნენ და მწყემსი სცემეს.
მალხაზ ამონაშვილი აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომლები მათზე ზეწოლას დიდი ხანია ახორციელებენ.
“პირველი შემთხვევა არ არის, მუდმივად ზეწოლას ახდენენ ჩემს ოჯახზე, გვიან ღამითაც თავს დაესხნენ ჩემს ფერმას და სასტიკად სცემეს მწყემსი, რომლიც სამართალდამცველების მოსვლის მიზეზის გაგებას ცდილობდა. ცდილობდნენ, რომ მწყემსს ჩემი საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა. სულ მემუქრებიან და მეუბნებიან, რომ ნარკოტიკს ჩამიდებენ და „წამლით“ გამივსებენ ჯიბეებს. მოვითხოვ მკაცრ რეაგირებას, ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს?“ – აცხადებს ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას მალხაზ ამონაშვილი.
ამონაშვილების ბრალდებას უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც knews.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე საპოლიციო კონტროლი არ განხორციელებულა და ამონაშვილების კუთვნილ ფერმაში სამართალდამცავები არ ყოფილან.