თელავში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს
როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭუნიაშვილმა განუცხადა, მამაკაცებს 35-40 %-იანი დამწვრობა აქვთ მიღებული.
„დაშავებულებს ძირითადად სახე ჰქონდათ დამწვარი. მედიკოსებმა მამაკაცებს გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ექიმებს ჰქონდათ ეჭვი, რომ შესაძლოა სასუნთქი გზებიც ყოფილიყო დაზიანებული, ამიტომ დამწვრობის ცენტრში გახდა მათი გადაყვანა საჭირო“, – განუცხადა knews.ge-ს ხათუნა ჭუნიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რომელიც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სოფელ ვარდისუბანში ბუნებრივი აირი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ავტოფარეხში, გუშინ აფეთქდა. შემთხვევის დროს რკინის შედუღების სამუშაოები მიმდინარეობდა.