რა არის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის სტანდარტები
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ტრენინგი მიზნად ისახავს, რეგიონულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გააცნოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპების მნიშვნელობა, მათი პრაქტიკაში რეალიზების მიზნები და საშუალებები.
,,ეს ტრენინგი დაეხმარება თითოეულ ორგანიზაციას უფრო ეფექტურად განახორციელოს საკუთარი საქმიანობა, უკეთ გაიაზროს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და ტრენინგზე შემოთავაზებული რეკომენდაციების საშუალებით ხელი შეუწყოს ორგანიზაციის ინსტიტუციურ განვითარებას”, – განაცხადეს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში.
ტრენინგი ტარდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო.
ტრენინგი გაიმართება 20 მარტს. დასაწყისი 10:00 საათზე. შეხვედრას უმასპინძლებს კახეთის რეგიონული ჰაბის ოფისი. მისამართი: თელავი, ილია ჭავჭავაძის 160.