ახალი ამბები

სათემო ორგანიზაციებისათვის საგრანტო კონკურსი იწყება

შეხვედრის ორგანიზატორის ინფორმაციით, სწავლება ჩატარდება სამ რაუნდად, თითოეული რაუნდი მოიცავს 8 ერთდღიან ტრენინგს.

,,თითოეული რაუნდის დასრულების შემდგომ, გამოცხადდება საგრანტო კონკურსი საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისათვის და ჯგუფებისთვის, მათი გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულის გაუმჯობესებაზე მიმართულ პროექტებზე. ტრენინგი მიზნად ისახავს მიაწოდოს მონაწილეებს საჭირო ინფორმაცია და ცოდნა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

თელავში ტრენინგი ჩატარდება 29 და 30 მარტს. მონაწილეთა რეგისტრაციის ვადაა 12 მარტიდან – 23 მარტის ჩათვლით. 

ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ოთხი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, შეავსონ შემდეგი განაცხადის ფორმა: https://form.jotform.me/80672032991458