ყვარლის ისტორიული ციხის აღსადგენად ტენდერი მეორედ გამოცხადდა
როგორც knews.ge-ს ყვარლის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურაბ მამულაშვილმა განუცხადა, დაზიანებული ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 500 ლარი გამოიყო. მისივე ინფორმაციით, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში (2013 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 მარტამდე) კულტურული მემკვიდრეობის არანაკლებ 3 ძეგლზე აღდგენითი სამუშაოების გამოცდილება.
“ისტორიული ძეგლი აღდგენაზე ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ. ტენდერში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ბოლო 5 წლის განმავლობაში 50 000 ლარის ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე აღდგენითი სამუშაოების გამოცდილება. ციხე ქვითკირითაა ნაგები და განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა მისი რეაბილიტაცია”,- განუცხადა knews.ge-ს დავით მამულაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტში საუკუნოვანი კოშკის ნაწილი 10 მარტს ჩამოინგრა. ისტორიული ციხე ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იგი XVI-XVIII საუკუნეებშია აგებული.