სოფელ თამარიანის საბავშვო ბაღში რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბაგა-ბაღი 201 კომლიან სოფელს ემსახურება და 71 აღსაზრდელი ირიცხება. როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის მერიაში განუცხადეს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციისათვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 367 367 ლარი გამოიყო. სამუშაოებს შპს „ინტერ +“ აწარმოებს.
,,სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტის მიხედვით შენობას შეეცვლება სახურავი, მოპირკეთდება ფასადი, ჯგუფებში ჩატარდება შიდა კოსმეტიკური სამუშაოები, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და სველი წერტილები. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ეზო, განლაგდება საბავშვო სათამაშოები. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება, ახალი ინვენტარით აღჭურვილი თამარიანის საბავშვო ბაგა-ბაღი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ბაღი, ის სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და იქნება კომფორტული როგორც ბავშვებისათვის, ასევე იქ მომუშავე პერსონალისათვის”, – განუცხადეს knews.ge-ს ლაგოდეხის მერიაში.