დედოფლისწყაროში 43 წლის მამაკაცი დაჭრეს
მამაკაცს ჭრილობა მარჯვენა მხრის არეში აქვს მიყენებული. როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაულში ბრალდებულმა თანასოფლელს სანადირო თოფიდან ესროლა. მდგომარეობის გაუარესების გამო დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა თბილისში გადაიყვანა.
,,ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ეჭვმიტანილის ვინაობაც დადგენილია. ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რომელიც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს”, – განუცხადეს Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.