მაშნაარში სკოლის გაძარცვის ფაქტზე დამნაშავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავის იდენტიფიცირება-დაკავებისთვის მომდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ სოფელ მაშნაარის საჯარო სკოლაში ინფორმატიკის კაბინეტი გაქურდეს. წაღებულია 2 სასწავლო კომპიუტერი, დაზიანებულია ფანჯრის გისოსები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რომელიც ქურდობას გულისხმობს.