თელავში მდებარე ყველის საწარმომ ამერიკის ბაზარზე პროდუქტის ექსპორტი შეაჩერა
კომპანია თელავში 2007 წელს შეიქმნა და 22 სახეობის ეკოლოგიურად სუფთა ყველს შვეიცარული და ჰოლანდიური ტექნოლოგიით აწარმოებს და 10 სახეობის სულგუნს ამზადებს.
„შუამთას“ პროდუქცია აშშ-ში წარმატებით იყიდებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ექსპორტი დროებით შეჩერებულია, რადგან უცხოეთის ბაზარზე კონკრეტული საკითხებია მოსაგვარებელი”, – აცხადებს ,კომერსანტთან” საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ლევან ბეჟანიშვილი.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში იმ ოდენობის წველადობა არ არის, რომ სუფთა რძისგან წარმოებულმა პროდუქციამ სრული სეგმენტი დააკმაყოფილოს.
ბეჟანიშვილის განცხადებით, ეს საკითხები სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს და გარკვეული სახის რეგულაციები დააწესოს, რადგან უხარისხო საწარმოები საკუთარი პროდუქციით ბაზარზე არასახარბიელო გარემოს ქმნიან.