დაცვის პოლიციის კახეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
სანდრო იაკობიშვილი მირიან ბაიდოშვილმა ჩაანაცვლა. პოლიციის ვიცე- პოლკოვნიკი ბაიდოშვილი ახალ თანამდებობაზე დეპარტამენტის უფროსმა თელავში წარადგინა.
knews.ge-ს ინფორმაციით, ბაიდოშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ცოტა ხნის წინ საკადრო ცვლილებები სხვა უწყებებშიც განხორციელდა. გურჯაანის პოლიციის რაიონულ სამმართველოს უფროსად 41 წლის თამაზ თამაზაშვილი დაინიშნა. მანამდე ამ პოსტზე შოთა მოსულიშვილი მუშაობდა, რომელიც გურჯაანის პოლიციის უფროსად 2016 წლის 9 სექტემბერს დაინიშნა.
თანამდებობიდან გათავისუფლდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი რუაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და მისი ადგილი გიორგი ჩარკვიანმა დაიკავა. ჩარკვიანი სამსახურებრივ უფლებამოსილებას ორ კვირაზე მეტია, რაც ასრულებს.