კახეთში გამოძალვის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავეს
მისი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის ავტომანქანის და პირადი ჩხრეკისას ცეცხსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დადგინდა, რომ დაკავებულებმა 26 ათასი ამერიკულ დოლარის გამოძალვის მიზნით, სოფელ ართანაში მცხოვრებ პირს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
მისივე თქმით, გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს.