თელავში წარმოებული ბალზამიკოს გატანა ექსპორტზე იგეგმება
როგორც knews.ge-ს კომპანიის განერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა, ბალზამიკოს გატანას ექსპორტზე გეგმავენ.
„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ მომხმარებელს ახალ-ახალი პროდუქტი შევთავაზოთ. ჩვენ უახლოეს მომავალში „ქართული ძმარი“, ანუ ე.წ. “ბალზამიკო” გვექნება. ისევ ვაწარმოებთ ყურძნის წიპწის ზეთს, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. ვფიქრობთ, რომ ეს ორი პროდუქტი ძალიან საინტერესოა და გვინდა საწარმოო პროცესი ისე განვითარდეს, რომ შემდეგ ექსპორტზეც გავიტანოთ. ჩვენ მივიღეთ ISO 22 000 ხარისხის სერტიფიკატი მივიღეთ, რომელიც HACCP-ის სტანდარტებზეა დაფუძნებული. HACCP-ი მსოფლიოში აღიარებული სტანდარტია და სანდოობის ნიშნად განიხილება. შესაბამისად, პროცესი საკამოდ გრძელი და რთულია და ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება“, – განუცხადა knews.ge-ს ნუცა აბრამიშვილმა.
კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ საკუთარი შატო აქვს სოფელ კისისხევში. კომპანიის დამფუძნებელი და ინვესტორია გერმანელი მეცენატი ბურხარდ შუხმანი. „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ყოველწლიურად 2 მილიონ ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს და მისი პროდუქცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.