ახალი ამბები

ყვარელში მარიამ იაშვილმა აგროტურისტული ობიექტი გახსნა

მან ქალაქში გახსნა საოჯახო სასტუმრო, სადაც, მისი თქმით, ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. 

,,პროექტის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ყვარელში გავხსენი საოჯახო სასტუმრო “violet”. ამის გარდა, ჩემს ოჯახს აქვს ხილის ბაღი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება და მონაწილეობა მივიღე USAID-ისა და CRISTAL–ის ფონდის პროექტში „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“, რომლის დახმარებითაც შევძელი ჩემი ბიზნეს იდეების განხორციელება’’, – განუცხადა knews.ge-ს მარიამ იაშვილმა.

ახალგაზრდა მეწარმე სამომავლოდ წარმოების გაფართოებას, ტურისტებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებას და სხვადასხვა ხილის ჩირის წარმოებას გეგმავს. იაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფომ აგრუტურიზმის განვითარებას შეუწყოს ხელი. 

,,აუცილებელია სოფლებში აგროტურიზმი განვითარდეს. ამ მხრივ კი ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი. ვისურვებდი, რომ ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდეს“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას მარიამ იაშვილი.