ტიბაანში ზეთისხილისა და აჯიკის სულგუნის წარმოება დაიწყეს
,,ჩვენ უკვე დავიწყეთ ნიგვზიანი აჯიკით, აგრეთვე, წითელი და მწვანე ზეთისხილით დამზადებული სულგუნის წარმოება. სულგუნი აჯიკით საქართველოშიც არ არსებობს, ასევე, ექსკლუზივია ზეთისხილის ყველიც. ძალიან მიყვარს ახალი კომბინაციების კრეატივი. ჩვენ მიერ დამზადებული ყველის რეცეპტურა ორიგინალი გემოს გამოყვანას ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ახალი სამი სახის ყველი მაქვს შექმნილი, ცოტა ხანში ახალი ტიპის ყველის წარმოებასაც ვგეგმავ. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და როგორც ყველის მოყვარული, მუდმივად ვცდილობ ყველის ახალი სახეობების აღმოჩენას”, – განუცხადა Knews.ge-ს მანჩო ხატიაშვილმა.
ის ირწუნება, რომ ამბობს, პროდუქცია გამორჩეულია გამოვნური თვისებებით, რომელიც ბაზარზე ყველის ნებისმიერ სახეობას კონკურენციას უწევს. მისივე ინფორმაციით, ერთი კილოგრამის სულგუნის ფასი 50 ლარია. მეწარმე ყველს თაფლშიც აძველებს. თაფლში ყველის დაძველების იდეა მანჩოს დედას ეკუთვნის. ყველს ორი ტექნოლოგი ერთი კვირის განმავლობაში ამზადებს. მზა პროდუქციის დაძველების პროცესი კი დაახლოებით 50 დღის განმავლობაში მიმდინარეობს.