კომპანია ბადაგონის ქარხნები მუშაობას ხვალ განაახლებენ
„ქარხნების სამუშაო რეჟიმზე გადასვლის პროცესი დაწყებულია. შესაბამისად, მაქსიმუმ ხვალ დილამდე ქარხნები სრული დატვირთვით განაახლებენ მუშაობას“, – აცხადებენ ღვინის კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ საწარმოების საქმიანობის შეჩერების მიზეზად კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის შესვლა სახელდებოდა.
,,ვცდილობთ, საწარმოებმა მუშაობა მალე განაახლონ. საგამოძიებო სამსახურის შემოსვლის შემდეგ ჩვენი ყველა თანამშრომელი პარალიზებულია. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ეს არის წილებს შორის დავა. ამ სახის დავას განიხილავს საქალაქო სასამართლო. როდესაც ერევა ფინანსური პოლიცია, ეს ნიშნავს, რომ სურთ “ბადაგონის” გაკოტრება. ამ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესთან”, – აცხადებდა Knews.ge-სთან საუბრისას კომპანია “ბადაგონის” ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.
ბადაგონის ღვინის ქარხნებმა მუშაობა 7 თებერვალს შეაჩერეს.