კახეთში ე.წ. ბალზამიკოს წარმოებას გეგმავენ
ღვინის კომპანია “Schuchmann Wines Georgia” ქართული ძმრის გარდა, ყურძნის წიპწის ზეთსაც ამზადებს.
,,ვფიქრობთ, ორივე პროდუქტი ძალიან საინტერესოა და გვინდა, რომ მათი წარმოება ისე განვავითაროთ, რომ სამომავლოდ ექსპორტზეც გავიტანოთ”, – განუცხადა knews.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა.
მისივე თქმით, კომპანიაში წარმოებული პროდუქციის 90% ექსპორტზე 25-ზე მეტ ქვეყანაში გადის.