ახალი ამბები

კომპანია “აგროპლანი” კახეთში ბროწეულის ბაღის გაშენებას გეგმავს

კომპანიაში ,,აგროპლანი” აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ბიზნესგეგმის დამუშავება მიმდინარეობს. კომპანიის დამფუძნებლის, მოჰამედ ჯავად არაბნეჯადის თქმით, კლიმატის გათვალისწინებით კარგი პერსპექტივა აქვს. 
“ნერგებს ირანიდან, ესპანეთიდან და აშშ-დან ჩამოვიტანთ. გვინდა, რომ ბაზარზე წლის განმავლობაში ხანგრძლივი პერიოდით ვიყოთ წარმოდგენილი, ამიტომ რამდენიმე ჯიშის ნერგს გამოვიყენებთ, რათა მოსავალი ეტაპობრივად დამწიფდეს. პლანტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით და რწყვის სისტემით გაშენდება, რის გამოც ერთ ჰექტარზე ინვესტიცია დაახლოებით 10-12 ათასი დოლარი იქნება. პროდუქციის გადამუშავებისთვის და წვენის წარმოებისთვის სამომავლოდ ქარხნის მშენებლობა და ადგილობრივი ბაზრის ათვისების გარდა, ევროპაში ექსპორტიც იგეგმება”,- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.
კომპანია “აგროპლანი” ირანული ინვესტიციით 2012 წელს დაფუძნდა, რომელიც კახეთში 100 ჰექტარ ვენახს ფლობს, გასულ წელს კი 50 ჰექტარზე ქლიავის, გარგრისა და ატმის ბაღებიც გააშენეს.