კისისხევში მცხოვრებ გოგონას დახმარება ესაჭიროება
“ქეთი ერთ თვეზე მეტია იმყოფება იაშვილის ბავშვთა კლინიკაში. მას ჩაუტარდა სამი გადაუდებელი ოპერაცია. ქეთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მკურნალობა და გამოჯანმრთელება უამრავ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს უკვე აღარ გააჩნია. გთხოვთ, მცირედით მაინც დავეხმაროთ ქეთის, რომ დაუბრუნდეს ჩვეულ, აქტიურ ცხოვრებას. ანგარიშის ნომერი GE71LB0711166474461000 მიმღები: ლია ლაზარიაშვილი-ყაჭიური”, – წერენ ქეთის მეგობრები.