ახალი ამბები

თუშეთში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, იჭირაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 
“ზურაბ იჭირაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას გუშინ ოპერაცია გაუკეთდა. თუშეთში დაჭრილ მამაკაცს მარჯვენა თეძოს თავი ჰქონდა დაზიანებული. ზურას შემავალი ჭრილობა ჰქონდა”, – განუცხადა knews.ge-ს ხათუნა ჭონიაშვილმა. 
37 წლის ზურაბ იჭირაული თუშეთში, სოფელ ომალოში, 5 თებერვალს დაიჭრა. ის ვერტმფრენით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილ მამაკაცს იარაღი, სავარაუდოდ, ნადირობის დროს გაუვარდა.