კარდენახელმა სპორტსმენმა კრივის საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
როგორც knews.ge-ს ჩახვაშვილმა განუცხადა, მან უკრაინის ჩემპიონი დაამარცხა, თუმცა ფინალში, ბელორუსელ მოკრივესთან, მცირე უპირატესობით დამარცხდა.
„ბელორუსიის ქალაქ მინსკში ჩატარდა კრივის საერთაშორისო ტურნირი. მქონდა 4 ბრძოლა. სამში გამარჯვება მოვიპოვე, მაგრამ ერთი ბრძოლა მცირე უპირატესობით წავაგე. სამომავლო ვაპირებ რომ გავაუმჯობესო ჩემი შედეგი. ნოემბერში უნდა ჩატარდეს სხვა საერთაშორისო ტურნირი, სადაც ვაპირებ მონაწილეობას“, – განუცხადა Knews.ge-ს ოთარ ჩახვაშვილმა.
ოთარ ჩახვაშვილი ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის სკოლაში სპორტის ამ სახეობაში 6 წელია ვარჯიშობს და 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.