ახალი ამბები

ახალსოფლის სკოლის კიბეები მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი შინაარსის ლექსებით მოხატეს

როგორც Knews.ge-ს ეკოკლუბის წევრებმა განუცხადეს, აღნიშნული გარემოსდაცვითი აქტივობა ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ფარგლებში განხორციელდა.
“მოსწავლეებმა მათ მიერვე ჩატარებული კონკურსის “გარემოსდაცვითი ლექსები” გამარჯვებულის ლექსი გადაიტანეს სკოლის კიბეებზე. ამ საინტერესო იდეის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სკოლის ადმინისტრაციამ. ვფიქრობთ აქტივობა და მისი შედეგები საინტერესო გამოვიდა,”– განუცხადეს Knews.ge-ს ეკოკლუბის წევრებმა.