ახალი ამბები

„ყვარელრემმშენმა“ ყვარელში სკოლების, საბავშვო ბაღებისა და კულტსახლის რეაბილიტაცია განახორციელა

კომპანია 2012 წლიდან დღემდე რეგულარულად მონაწილეობდა ტენდერებში და მილიონობით ლარის სამუშაოებს ასრულებდა.  რამდენად ხარისხიანია კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები, ამაზე უკვე ბევრი მოქალაქე შიშობს.  კომპანია “ყვარელრემმშენმა” კახეთში ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სკოლა, საბავშვო ბაგა-ბაღი, კულტურის სახლი და სხვა სამუშაობი შეასრულა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ტენდერების მონიტორის მონაცემებით, 2017 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, კომპანია „ყვარელრემმშენს“ 28 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება კი 1 343 990 ლარია.

კერძოდ,

სოფლების, მთისძირისა და ალმატის საჯარო სკოლების კარის ჩარჩოების მონტაჟისა და შენობის დასრულების სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება – 119270 ლარი.

სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლის გათბობის ქვაბის მონტაჟი. ხელშეკრულების ღირებულება – 26 000 ლარი

სოფელ ჭიკაანის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების ღირებულება – 170000 ლარი;
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ღობის დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება – 20 000 ლარი.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის და ფილიალის ტექნიკური ზედამხედველობა. ხელშეკრულების ღირებულება – 11800 ლარი.
შსს–ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი – ელექტროგაყვანილობის, თერმოიზოლაციის, თაბაშირ-მუყაოს ფილების მონტაჟის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება – 4899 ლარი.
სოფელ კუჭატნის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება – 9 953 ლარი
ყვარლის კულტურის სახლის საესტრადო ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზის მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება – 11 000 ლარი. 
სოფელ გავაზის საბავშვო ბაღის და ყვარლის მედიაცენტრის 2 ოთახის გარემონტება. ხელშეკრულების ღირებულება – 38 999 ლარი.
ყვარლის კულტურის სახლის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების ღირებულება – 289 177 ლარი.
ყვარლის კულტურის სახლის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების ღირებულება – 68100 ლარი