NDI – ქალებისთვის ყველაზე დიდ პრობლემა ოჯახში ძალადობაა
72%-ის აზრით, საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის პრობლემაა – ადრეული ქორწინება, რაც პრობლემად არ მიაჩნია გამოკითხულთა 24%-ს.
გენდერულ თანასწორობას დადებითად აღიქვამს გამოკითხულთა 67%, 23% უარყოფითად აფასებს, ხოლო 9%-მა გენდერული თანასწორობის შესახებ კითხვაზე უპასუხა, რომ არ იცის.
,,ქალთა უფლებები ქალაქშიც და სოფელშიც ერთნაირად ირღვევა. ქალთა უფლებები ირღვევა ყოველდღიურად, ძალიან ბევრი ქალია ძალადობის მსხვერპლი. მათი დიდი ნაწილი კი მალავს ძალადობის ფაქტს, რადგან ჰგონიათ, რომ ეს სირცხვილია. მსგავსი ფაქტები საზოგადოებაში არ უნდა იყოს ტაბუდადებული”, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ექსპერტი გენდერის საკითხებში ჯილდა ნიბლაძე.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო. ცდომილების ზღვარია +/-1.9%.