ახალი ამბები

სიღნაღის მერიამ ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

როგორც knews.ge–ს მერიაში განუცხადეს, ვაკანტურია კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ეკონომიკის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ტურიზმის, საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების უფროსისა და ქვ. მაჩხაანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობები. უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადა 21 იანვარს დასრულდება. აღნიშნულ თანამდებობებზე პირების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი. 
„კონკურსი მოიცავს განცხადების გადარჩევას, ზეპირი დავალების მომზადებასა და გასაუბრებას. თანამდებობრივი სარგო მერყეობს 450–დან 1200 ლარამდე, აღნიშნულ თანამდებობებზე პირებს სპეციალური კომისია შეარჩევს“, – განუცხადეს Knews.ge-ს სიღნაღის მერიაში.