ახალი ამბები

NDI – რეგიონებში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად კვლავ გზების მოწესრიგება რჩება

გამოკითხულთა 33%–ს მიაჩნია, რომ გზების მოწესრიგება ყველაზე მთავარია პრობლემაა რეგიონში. მოსახლეობის 23% ფიქრობს, რომ გარემოს დაბინძურებს საკითხი კვლავ მოსაწესრიგებელია. როგორც ქალაქში, ასევე სოფლად მცხოვრებლების 22% აღნიშნავს, რომ წყლით მომარაგება არასაკმარისია და ეს პრობლემაც აქტუალურია. გამოკითხულთა 17% ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა და საგზაო მოძრაობა კვლავაც მოსაწესრიგებელია.

,,ქალაქისა და სოფლის გზების ნაწილი გაკეთდა, მაგრამ ბევრია, რაც არ გაკეთებულა. გზების გარდა, პრობლემაა შიდა ტრანსპორტი, ასევე გარემოს დაბინძურების მაჩვენებელიც მაღალია. ასევე კანალიზაციის საკითხი, ქუჩის განათებები, გამწვანება და სხვა საკითხები”, – აღნიშნავს თელავში მცხოვრები დარეჯან კარბელაშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ინფასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებულია 5 მილიონ 307 ათასი ლარი. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.