სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში შეხვედრებს გამართავს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე ეკატერინე სხილაძე სოფელ დუისში ჩავლენ.
,,დაგეგმილია შეხვედრები თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან. გარდა ამისა, ყოფილი კულტურის სახლში შეხვედრა გაიმართება პედაგოგებთან და ქალთა საბჭოსთან”, – განაცხადეს ომბუდსმენის აპარატში.
სახალხო დამცველი, ასევე, შეხვდება უხუცესთა საბჭოს და პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმი თემის წარმომადგენლებს.