ხვალ ფერმერი ქალები საშობაო ბაზრობას გამართავენ
ასოციაციის დირექტორის, ირინე ფხოველიშვილის განცხადებით, ბაზრობა თბილისში, ჭანტურიას ქ. N6-ში, კაფე კალიფსოს შენობაში, 11:00 საათზე დაიწყება.
,,მომხმარებელთა თხოვნით, საქართველოს ყველა რეგიონიდან ფერმერი და შემოქმედი ქალები კვლავ წარმოადგენენ ტრადიციულ და კრეატიულ ქართულ პროდუქტებს, ხელნაკეთ ნივთებს და საახალწლო აქსესუარებს. მომხმარებელს ექნება საშუალება, დააგემოვნოს და პირადად მწარმოებლებისგან შეიძინოს ქართული და საქართველოში წარმოებული პროდუქცია”, – განუცხადა knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.