პანკისელები მაჩალიკაშვილის საქმეზე სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ
სოფელ დუისის მკვიდრის, მურად ალდამოვის თქმით, პანკისის ხეობის მოსახლეობა გამოძიებასთან მიმართებაში ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.
,,მთავარი კითხვა გვაქვს, თუ რატომ მოხდა ასეთი ფორმით სპეცოპერაციის ჩატარება. არანაირი სპეცრაზმის საჭიროება და ასეთი ძალის გამოყენება საჭირო არ ყოფილა”,– აღნიშნა ალდამოვმა.
შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გუშინ დილით გარდაიცვალა.მას ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ.