პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმე რჩება
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, კახა ზურაბიშვილის ინფორმაციით, რაც გუშინ თელავიდან თემირლან მაჩალიკაშვილი გადმოიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.
“ამ ეტაპზე არც უარყოფითი და არც დადებითი დინამიკა არ შეიმჩნევა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა. პაციენტს უტარდება ყველა ტიპის გამოკვლევა და საჭირო სამედიცინო დახმარება”, – განუცხადა knews.ge–ს კახა ზურაბიშვილმა.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ბრალდებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია სამი დღის წინ ჩაუტარდა. გუშინ ის თბილისში. ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაილურად მძიმეა. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. ტერირიზმის ხელშეწყობის საქმეზე მაჩალიკაშვილისთვის სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დრომდე ბრალი არ წაუყენებია. მაჩალიკაშვილის ადვოკატის, ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, შესაძლოა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ წაუყენონ. პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ოთხ ბრალდებულს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.