ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ახალი წლის ღამეს გალა კონცერტი გაიმართება

დედოფლისწყაროს მერის მოადგილის, მალხაზ ჭრელაშვილის ინფორმაციით, გალა კონცერტის გარდა, დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც. მისივე თქმით, საახალწლო ღონისძიებებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო, რომელიც ქალაქსა და სოფლებში ნაძვის ხეების დადგმაზე, განათებასა და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის საჩუქრების ყიდვაზე დაიხარჯება.
,,ახალი წლის ღამეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილია გალა კონცერტი, რომელიც 18 საათზე დაიწყება. საახალწლოდ, ჯამში, 20 000 ლარი დაიხარჯება. აქედან ყველაზე მეტი თანხა 15 000 ლარი გამოიყო სოციალურად დაუცველი 300 ბავშვისთვის საჩუქრის ყიდვისა და მათთვის სპეციალური ღონისძიებებისთვის. 3 000 ლარამდე გათვალისწინებულია ქალაქსა და სოფლებში ნაძვის ხეების განთავსებაზე. 2 000 ლარი კი საახალწლო განათებების ყიდვასა და დამონტაჟებას მოხმარდება’’,– განუცხადა knews.ge-ს მალხაზ მერაბიშვილმა.