საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ახალ შესაძლებლობებს იძენს
მინისტრი საუბრობს უკრაინის მიღწევებსა და გამოწვევებზე ევროპასთან ინტეგრაციის ჭრილში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ურთიერთობებში არსებულ პერსპექტივებზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. “ მოხარული ვარ, რომ ბოლო წელიწადმა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების საფუძვლიანი აქტივიზაცია მოგვიტანა საქართველო-ურაინას შორის გაფორმებული მემორანდუმი სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ, რომელსაც უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს, ცხადყოფს, რომ შედეგები ორმხრივი იქნება. ამაზე მეტყველებს იმ სახელისუფლებო თუ საპარლამენტო ვიზიტების რაოდენობაც, რომლებიც ამ წლის განმავლობაში შედგა. პრემიერ-მინისტრის ორი კვირის წინ შემდგარი ვიზიტიც მინდა აღვნიშნო, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი. მე იმედი მაქვს, რომ ამ კონტაქტების ეფექტურობა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას სრულიად ახალ დონეზე აიყვანს.” – განაცხადა კლიმპუშ-ცინცაძემ.