კვლევის შედეგებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობის მაჩვენებელი დაბალია
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების შესახებ ონლაინ პლატფორმა WWW.LSGINDEX.ORG – მა შეაფასა. კვლევა 2017 წლის მაისი–ივლისის პერიოდს მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით, ყვარლის მუნიციპალიტეტი გავიდა მე–40 ადგილზე 19%–ით.
,,კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ინდექსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა: თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა გავიდა მეორე ადგილზე 44%–ით, ლაგოდეხს ერგო მეექვსე ადგილი 39%–ით. სიღნაღის მუნიციპალიტეტი იკავებს მერვე ადგილს 32%–ით, გურჯაანის მუნიციპალიტეტი 21–ე ადგილზეა 24%–ით, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი 22–ე ადგილზე 24%–ით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი გავიდა 35 –ე ადგილზე 21%–ით, დედოფლისწყაროს ერგო 37–ე ადგილი და მისი მაჩვენებელი 19%–ია, ახმეტა დაიკავა 38–ე ადგილი 19% –ით”, – ნათქვამია ანგარიშში.
ექსპერტები თვითმმართველობის საკითხებში ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში ერთ–ერთ მთავარ საკითხად სწორედ გამჭვირვალეობასა და ანგარიშვალდებულებას ასახელებენ.