თელავში სოფლის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს დაინტერესებულ მხარეთა როლზე პოლიტიკის ფორმირებასა და განხორცილებაში, ევროკავშირის პროგრამის LEADER–ის ( სოფლის ეკონომიკის განვითარების ღონისძიებებს შორის კავშირი) მიდგომასა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების საქართველოში დანერგვის აუცილებლობის შესახებ. ტრენინგ–პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის განვითარების ადვოკატირებასა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდას საქართველოს რეგიონებში.
,,ევროკავშირის ლიდერის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოფლად განვითარების ახალი შესაძლებლობების ზრდას, მართლაც უნიკალური პროექტია. ის გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობიდან წამოსული პრიორიტეტების განხილვას, ხელისუფლბის და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით იმის განსაზღვრას, თუ რა არის მათი სოფლის, თემის, მუნიციპალიტეტის მთავარი პრობლემა და რა უნდა იყოს მათი რეგიონის, მხარის განვითარების სტრატეგია. თითოეულ მხარეს თავად შეუძლია წარმოადგინოს ასეთი განვითარების სტრატეგიები, რომლებიც მოიტანს მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ეკონომიკურ განვითარებას, ცოდნას და განათლებას. ამ დროისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 8 პილოტური პროგრამა მიმდინარეობს. 2018 წლიდან ევროკავშირის ,, LEADER“ –ის პროგრამა UNDP–ის პროგრამის მხარდაჭერით ითვალისწინებს მასშტაბების და გეოგრაფიული არეალების გაზრდას და ამ პროექტში უფრო მეტი რეგიონების გათვალისწინებას’’, – განუცხადა knews.ge-ს ნინო ევგენიძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვთარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD –ის დახმარებით.
,,საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და 2013–19 წლებისათვის მისი ბიუჯეტი 102 მილიონ ევროს შეადგნს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამანების ეკონომუკური განვიუთარების შესაძლებლობების გაზრდას’’, – აღნიშნა ევგენიძემ.
თელავში ორ დღიანი ტრენინგი გაიმართა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) მხარდაჭერით ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში.