ახმეტის ვიცე მერად ზაზა მიგრიაული დაინიშნა
“ზაზა მიგრიაულს ძალიან სერიოზული გამოცდილება აქვს ფინანსურ საკითხებში და ჩემი პირველი მოადგილის თანამდებობაზე ამ ნიშნით შევარჩიე. ვანო საყიდაშვილი კი წლების განამვლობაში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მას ამ საკითხში სერიოზული კომპეტენცია აქვს და მისი რესურსი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მესამე მოადგილის შტატი კი გავაუქმე. მესამე მოადგილე ხელმძღვანელობდა კულტურის მიმართულებას. მერიაში არის კულტურის სამსახური და აღარ არის საჭირო ამ სფეროში ცალკე მოადგილე მყავდეს”, – განუცხადა knews.ge-ს სოსო ქარუმაშვილმა.
ზაზა მიგრიაული 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, მმართველი პარტიის პროპორციული სიით ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახდა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ვიცე მერად დანისვნის შემდეგ მას საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდა. 2000-2008 წლებში იყო გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი; 2016-2017 წლებში კი შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის” ახმეტის სერვის ცენტრის დისტრიბუციისა და ანალიზის სამსახურის უფროსად მუშაობდა.
ვანო ნასყიდაშვილი კი 2002-2006 წლებში ქალაქ ახმეტის გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2006-2008 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკურ კომისიას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2008 წლიდან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა.